logo
ENG



ჩრდ. მაკედონიაში კოვიდჰოსპიტალში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა

09 სექ 202123:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/09/3dr32vy77voo4qg.jpg
EPA

ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოვიდჰოსპიტალში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთათვის განკუთვნილი ჟანგბადის ბალონები აფეთქდა. თუმცა ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ეს ძალიან სევდიანი დღეა" - დაწერა ვენკო ფილიპსმა ტვიტერში.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.


close დახურვა