logo
ENG



უკრაინიდან მეგის ქადავას საქართველოში ექსტრადირება იგეგმება

11 სექ 202111:48
3 წუთის საკითხავი
clock 2246

უკრაინიდან საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება.

ის, რომ ექსტრადიციის პროცესი დაჩქარდა, თავად მეგის ქარდავამ თქვა. მისი განცხადება ცოლმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. 

ქარდავა ამბობს, რომ პროცესი დაჩქარდა უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით. 

მეგის ქარდავას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით 2018 წელს შეეცვალა.

ის უკრაინაში თავშესაფარს ითხოვდა. 

უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, როცა ადამიანი თავშესაფარს ითხოვს, მისი ექსტრადაციის საკითხის განხილვა ჩერდება და იუსტიციის სამინისტრო ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას თავშესაფრის პროცედურების ამოწურვამდე. 

ასევე, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა ერთი წელია, რისი გასვლის შემდეგ პირი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ვინაიდან ლტოლვილობასთან და თავშესაფარის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პროცედურები არ იყო დასრულებული, უკრაინის კომპეტენტურმა ორგანოებმა მეგის ქარდავა საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ:

  • მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.  
  • მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, ამჟამად ქართული სასამართლოები დაუსწრებლად განიხილავს ქარდავას წინააღმდეგ შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებს:

  • სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
  • ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით.
  • საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია  საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით. 
  • ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

close დახურვა