logo
ENG



ყვარელში ბანკში შეჭრაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

12 სექ 202113:24
3 წუთის საკითხავი
clock 645

ყვარელში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შალვა მელიქიშვილი ბანკში 9 სექტემბერს შეიჭრა. ის შეიარაღებული იყო.

თავდამსხმელს 15-მდე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. გამოსასყიდის სახით კი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.

მელიქიშვილის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლითაა აღძრული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა