logo
ENG



ღარიბაშვილი: მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის ₾10 მლნ-ს გამოყოფს

12 სექ 202115:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/12/6dedxdnvx7k5695.jpeg

ღარიბაშვილი: აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ₾10 მლნ-ს გამოვყოფთ

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს. 

ღარიბაშვილი დღეს აბასთუმანში, ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში კახა კუჭავასთან ერთად მივიდა. მათთან ერთად იყვნენ განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე. 

მიხეილ ჩხენკელმა ღარიბაშვილს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, "რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და საერთაშორისო ასპარეზზე დაუმკვიდრებს ადგილს." 

აბასთუმანში მილიონობით ლარის ინვესტიცია ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ქართუ ფონდმა განახორციელა.

2018 წელს ივანიშვილმა თქვა: "ობსერვატორიაზეც მიდის ზრუნვა". მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ზრუნვაში. 

თუმცა, 2019 წელს აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო და განათლების სამინისტროს სსიპ-ად ჩამოყალიბდა.


close დახურვა