logo
ENG



ბელარუსული NGO-ები ცესკოს მოუწოდებენ, მათი ქვეყნების დამკვირვებლების დარეგისტრირებას გადახედოს

15 სექ 202111:32
3 წუთის საკითხავი
clock 819
ბელარუსული NGO-ები ცესკოს მოუწოდებენ, მათი ქვეყნების დამკვირვებლების დარეგისტრირებას გადახედოს

ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ცენტრალურ კომისიას მოუწოდებენ, რომ გადახედოს გადაწყვეტილებას ბელარუსის ცესკოს 2021 წლის არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირების შესახებ.

კამპანია უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის მიუთითებენ, რომ 1996 წლის შემდეგ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები ეუთომ საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. ამასთან, ისინი ყურადღებას ამახვილებენ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის ლეგიტიმურობა  საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არაა და ტოტალურ დარღვევებზე მიუთითებენ. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ხმების ფალსიფიკაციამ პროტესტის ტალღა გამოიწია, რამაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

გარდა ამისა, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ არჩევნების ფალსიფიკაციის  გამო ბელარუსის ცესკოს ზოგიერთი წევრი და მისი თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა ევროკავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა სახელმწიფოების სანქცირებულთან სიაში არიან.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის ბელარუსის ცესკოს წარმომადგენლებიც იქნებიან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხვდნენ ოპოზიციაში. 


close დახურვა