logo
ENG



ღარიბაშვილი ფაილებზე: განიხილება ვერსია, ხომ არ იყო ჩართული გახარია, ან ხოჯევანიშვილი

15 სექ 202112:47
3 წუთის საკითხავი
clock 2055

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებულ ფაილებთან მიმართებით გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის, ხომ არაა შესაძლებელი ამაში ჩართული იყოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ან სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

ღარიბაშვილი, ასევე ამბობს, რომ ფაილები, სავარაუდოდ "დესტრუქციულმა ოპოზიციამ" გაავრცელა, კერძოდ ახსენებს მიხეილ სააკაშვილს და ამატებს: "სამწუხაროდ, იკვეთებიან სხვა მოღალატეებიც". 

"პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არაა შესაძლებელი თეორიულად, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სუს-ში, წვდომა ჰქონდა ძალიან დიდ ინფორაციაზე და წვდომა ჰქონდა მოსმენების სამსახურზე", - თქვა მან.  

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება. 


close დახურვა