logo
ENG



ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმში, სუს-თან ფონენდოსკოპით მივიდნენ და პერფორმანსი გამართეს

17 სექ 202112:29
3 წუთის საკითხავი
 

"ჩვენც გისმენთ" - ამ სლოგანით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან აქცია - პერფორმანსი გამართეს და უწყებასთან სიმბოლურად ფონენდოსკოპით მივიდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ტოტალური მოსმენები უნდა დასრულდეს და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სუს-მა ამ ფორმით აღარ უნდა იარსებოს.

"ტოტალური მოსმენები უნდა დასრულდეს, ეკლესიას უსმენენ, სახელმწიფო მოხეელებს უსმენენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილსაც. ეს უნდა დამთავრდეს. მინდა მივმართო სრულიად საქართველოს - გულს მოუსმინეთ და ნუ შეგეშინდებათ სუს-ის მოსმენების", - ამბობს აქციის მონაწილე.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა