ყოფილი პრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა. მათი ცნობით, ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში 2021 წლის 14 სექტემბერს.
პარტიის მიერ გავრცელებულ ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით.
დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი.
ყოფილი პრემიერი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა.