logo
ENG



მარნეულში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს

22 სექ 202109:13
3 წუთის საკითხავი
clock 585
მარნეულში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს

მარნეულში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს. ის ჯიხურში სიგარეტს ყიდდა.

თვითმხილველების თქმით, უცნობმა ადამიანმა მისთვის სიგარეტის წართმევა დააპირა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

"ოჯახის წევრების მიერ მოყვანილი იქნა მამაკაცი, 60 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, ჭრილობა იყო, სავარაუდოდ, დანით მიყენებული. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე", - ამბობს ექიმი რუსუდან თალხაძე.

მომხდარზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


close დახურვა