თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაზარალებულის სასარგებლოდ შსს-ს კომპენსაციის სახით 35 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ლუკა პეტრიაშვილს ე.წ. გავრილოვის ღამეს სპეცრაზმისგან ნასროლი ნარინჯისფერი ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც მას ყბის ძვალი გაუტყდა.
"პოლიციელებმა დაარბიეს, დაჭრეს ხალხი და სასამართლომ კიდევ ერთხელ ნათელი მოჰფინა იმას, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვიყავით", - ამბობს პეტრიაშვილი.
როგორც მისი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, ისინი სასამართლომ მორალური ზიანის, ფიზიკური ზიანისა და შრომისუნარიანობის მოშლის საკითხები დაადგინა.