logo
ENG



ახმეტაში, ქვემო ალვანში მცხოვრებს აგრო მაღაზია და ღვინის მარანი დაეწვა

24 სექ 202109:25
3 წუთის საკითხავი
clock 1093

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში თემურ თელაურიძის კუთვნილი ობიექტი დაიწვა. დილით გაჩენილმა ხანძარმა სრულად გაანადგურა ოჯახის კუთვნილი აგრო მაღაზია, ღვინის მარანი და იქ განთავსებული ტექნიკა. 

ხანძრის შესახებ ოჯახს მეზობლებმა აცნობეს, თუმცა, მათ ვერაფრის გადარჩენა მოახერხეს. 

როგორც მფლობელი ამბობს, ზარალი 200 ათას ლარზე მეტია. თელაურიძეები დახმარებას ითხოვენ და გეგმავენ, რომ ახმეტის მერიას განცხადებით მიმართონ. ადგილზე სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ცეცხლი ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია.


close დახურვა