logo
ENG



ცაგერში გახარიას პარტიიდან მერობის კანდიდატის მანქანას ესროლეს

25 სექ 202112:05
3 წუთის საკითხავი
 

ცაგერში გახარიას პარტიიდან მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის მანქანას ესროლეს. 

"პარტია საქართველოსთვის წინასაარჩევნო კამპანიას, ფაქტობრივად, ვერ ატარებს. დღეს გამთენიისას მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება "ოცნების" ხელმძღვანელობას: კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ამართლებენ ძალადობას და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ გომელაურს, გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, არ გაინძრნენ. ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ და არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე".- თქვა ნათია მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, სწორედ მათმა უმოქმედობამ მიიყვანა ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დმანისში მომხდარ ინციდენტამდე და ცაგერამდე. 

"არავინ იცის, არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სანამდე მივა". - ამბობს ის. 

ნათია მეზვრიშვილისვე განცხადებით, პარალელურად გრელდება პარტია საქართველოსთვის კანდიდატების მიმართ ზეწოლა და მუქარა. 

"მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით. გუშინ მანქანის საბურავები დაუჭრეს ლაგოდეხის საკრებულოს წევრობის კანდიდატს, სალომე ღონღაძეს. რამდენიმე დღის წინ ასპინძის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერიის თანამშრომლები თავს დაესხნენ ასპინძის საკრებულოს წევრობის კანდიდატს, არკადი სოფოევს. მთელი ქვეყნის მასშტაბით აზიანებენ და ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალას". - ამბობს მეზვრიშვილი. 


close დახურვა