logo
ENG



Edison Research: 2020-ში "ოცნების" ამომრჩეველთა 12% ახლა მხარს გახარიას უჭერს, 4% - ენმ-ს

27 სექ 202121:00
3 წუთის საკითხავი
 
Edison Research: 2020-ში "ოცნების" ამომრჩეველთა 12% ახლა მხარს გახარიას უჭერს, 4% - ენმ-ს

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მათი 12%, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა ქართულ ოცნებას მისცა, თვითმმართველობის არჩევნებში მხარს გახარიას პარტიას უჭერს.

ასევე,  გასული წლის არჩევნებზე ქართული ოცნების მხარდამჭერთა 4% თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას, 2% ლეიბორისტებს, ასევე, 2% კი ლელოს მისცემდა ხმას.

2020 წლის არჩევნებზე ქართული ოცნების მხარდამჭერთა 74% კვლავ მმართველ გუნდს უჭერს მხარს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. 

პირისპირი მეთოდით გამოიკითხა 1500 ადამიანი.

გამოიკითხნენ 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.


close დახურვა