logo
ENG



გახარია - 49%; კალაძე - 55%; ბაქრაძე - 48% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

27 სექ 202121:15
3 წუთის საკითხავი
clock 9421

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ.

კალაძეს მოსახლეობის 55% "პოზიტიურად", 45% "ნეგატიურად“ აფასებს, გიორგი გახარიას კი გამოკითხულთა 49% აფასებს „პოზიტიურად“, 51% - „ნეგატიურად“.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია მოწონების რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს - მას გამოკითხულთა 46% აფასებს „პოზიტიურად“, 54% კი „ნეგატიურად“.

მელიას წინ უსწრებს ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე („პოზიტიურად“ 48%; „ნეგატიურად“ 52%) და „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე („პოზიტიურად“ 47%, „ნეგატიურად“ 53%)

დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა

  • ირაკლი ღარიბაშვილი - 44% („ნეგატიურად“ 56%)
  • შალვა ნათელაშვილი - 41% („ნეგატიურად“ 59%)
  • ბიძინა ივანიშვილი - 40% („ნეგატიურად“ 60%)
  • ელენე ხოშტარია - 40% („ნეგატიურად“ 60%)
  • ხატია დეკანოიძე - 40% („ნეგატიურად“ 60%)
  • მიხეილ სააკაშვილი 38% („ნეგატიურად“ 62%)
  • გიორგი ვაშაძე 38% („ნეგატიურად“ 62%)
  • სალომე ზურაბიშვილი 37% („ნეგატიურად“ 63%)
  • ირაკლი კობახიძე 36% („ნეგატიურად“ 64%)
  • არჩილ თალაკვაძე 36% („ნეგატიურად“ 64%)
  • დავით უსუფაშვილი 36% (ნეგატიურად“ 64%)
  • ალექსანდრე ელისაშვილი 36% (ნეგატიურად“ 64%)
  • ზურაბ ჯაფარიძე 34% (ნეგატიურად 66%)
  • კახა კუჭავა 34% (ნეგატიურად 66%)
  • ანა ნაცვლიშვილი 34% (ნეგატიურად 66%)
  • გიგი წერეთელი 31% (ნეგატიურად 69%)
  • სალომე სამადაშვილი 30% (ნეგატიურად 70%)
  • ბადრი ჯაფარიძე 29% (ნეგატიურად 71%)
  • მამუკა ხაზარაძე 29% (ნეგატიურად 71%)
  • ირმა ინაშვილი 27% (ნეგატიურად 73%)
  • ნინო ბურჯანაძე 26% (ნეგატიურად 74%)
  • საბა ბუაძე 25% (ნეგატიურად 75%)
  • გიგა ბოკერია 24% (ნეგატიურად 76%)

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. 

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 

 


close დახურვა