logo
ENG



სააკაშვილი: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში

27 სექ 202122:59
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში  2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

სააკაშვილის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებით ქვეყნის ბედი წყდება და ის ამ პროცესს გვერდიდან ვერ შეხედავს.

„ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა, დავაფიქსიროთ პოზიცია. მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურება, უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენი მოპოვებული გამარჯვება.

საქართველოს ბედი წყდება, გადარჩენა-არგადარჩენის ბედი წყდება, მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით. ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში", - აცხადებს სააკაშვილი.


close დახურვა