logo
ENG



"უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია" - შსს ისევ ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში არაა

01 ოქტ 202115:10
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაუკვეთავს

როგორც დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება უკვე გააკეთა და ის ქვეყანაში არ იმყოფება. 

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. რაც შეეხება ამ საკითხს, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან. მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ძებნილი, მის მიმართ დამდგარია განაჩენი, შესაბამისად თუ იგი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ. 

მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. ცოტა ხანში კი ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა - სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმშია.

 
 
 

close დახურვა