logo
ENG



თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში შედის

02 ოქტ 202115:53
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში შედის. 

საპატიმროში შესვლამდე ბოკუჩავამ თქვა, რომ დღევანდელი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდება. 

"ზუსტად ახლა, სანამ თქვენს ეთერში შემოვიდოდი, დამირეკა ფრანს პრესის ჟურნალისტმა და მთხოვა, სააკაშვილისთვის დამესვა კითხვა და მისი პასუხი შემდეგ ჟურნალისტისთვის გადამეცა: "რამდენად შეიძლება, ვისაუბროთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური ლიდერი დატყვევებული ყავ რუს ოლიგარქს. 

პუტინმაც ზუსტად ასეთი ასეთი არჩევნები ჩაატარა. ეს არის ივანიშვილის მცდელობა, დაამკვიდროს საქართველოში პუტინისტური რეჟიმი, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ აჩვენებს, რომ საქართველოში არასდროს დამკვიდრდება პუტინის რეჟიმი და საქართველოს რუსიფიკაცია არასდროს მოხდება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გამარჯვება გახდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი". - თქვა ბოკუჩავამ. 

რაც შეეხება პარტიის გეგმებს - ბოკუჩავა ამბობს, რომ ენმ-ის ერთადერთი გეგმა გამარჯვებაა. 

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ასევე პოლიტიკური იქნება გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. 

"ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ მომენტში იღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე. დარწმუნებული ვარ, ამ გამარჯვებას პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ვიზეიმებთ". - თქვა მან. 


close დახურვა