logo
ENG



ცესკო - აქტივობა 17:00 საათზე: 2021 წელს - 41.35%; 2020 წელს - 45.77%; 2017 წელს - 36.71%

02 ოქტ 202118:10
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო - აქტივობა 17:00 საათზე: 2021 წელს - 41.35%; 2020 წელს - 45.77%; 2017 წელს - 36.71%
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა. 

ეს 1 446 218 ადამიანია. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა; 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 36.71%; 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 42.04%; 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა. 

ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა