ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა:
კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 43%
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 39%
გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 4%;
ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 - 2%;
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%;
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 - 1%
თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური შედგება კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%-ია.