logo
ENG



ცესკო: 7 საათის მონაცემებით, რუსთავში ენმ-ის კანდიდატი დავით კირკიტაძე ლიდერობს

03 ოქტ 202107:12
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 07:00 საათის მონაცემებით, რუსთავის მერობის კნდიდატებს შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე ლიდერობს. მას დათვლილი ხმების მიხედვით, 44.53% ( 9 687 ხმა) აქვს. 

რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს, მას ამ დროისთვის 44.34% აქვს (9 647).

რუსთავში სულ 88 საარჩევნო უბანია და ცესკოს 07:00 საათისთვის 42 უბანი აქვს დათვლილი, ანუ უბნების 47.73%.


close დახურვა