logo
ENG



აფეთქება სოფელ კაბალში - ემზარ მამედოვის სახლს ორი ხელყუმბარა ესროლეს

04 ოქტ 202110:58
3 წუთის საკითხავი
 

ლაგოდეხის სოფელ კაბალში ერთ-ერთ სახლს ორი ხელყუმბარა ესროლეს, მათგან ერთი აფეთქდა.

ფორმულას ინფორმაციით, სახლის მეპატრონე ბიზნესმენი ემზარ მამედოვია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამედოვს დავა არავისთან ჰქონია.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, სხვისი ქონების დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

close დახურვა