logo
ENG



პროკურორის თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

04 ოქტ 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock 883
2021/10/04/95n63s83drogpk3.jpg

პროკურორი ლევან ფეხვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავეს.

მან ჟურნალისტებთან დაკავებულების ვინაობა არ დაასახელა და თქვა, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

"დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მსჯავრდებული სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტის ყველა დეტალი ცნობილია და მიმდინარეობს გამოძიება", - თქვა პროკურორმა. 

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, მისი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. შსს მას დანაშაულის დაფარვას ედავება, თუმცა როგორც პროკურორმა თქვა, დაკავებულს, შესაძლოა, ბრალი კიდევ დაუმძიმდეს.

"შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება, 344-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულების მოპოვება და არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალდება", - თქვა მან. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს


close დახურვა