logo
ENG



პირველადი მოხმარების პროდუქტი ისევ გაძვირდა

04 ოქტ 202120:16
3 წუთის საკითხავი
clock 1010

პირველადი მოხმარების პროდუქტი ისევ გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 40.7 პროცენტით ზეთი და ცხიმი გაძვირდა. 38.2 პროცენტით გაიზარდა ფასები ბოსტნეულზე. 17.1 პროცენტით ფასებმა მოიმატა რძის ნაწარმზე. 16.6 პროცენტით - ტკბილეულზე. პურპროდუქტებზე 13 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 12.6 პროცენტით გაძვირდა უალკოჰოლო სასმელები. თევზეული – 11.5 პროცენტით. ხორცპროდუქტების ფასი კი 10,4 პროცენტით გაიზარდა.


close დახურვა