logo
ENG



სახ.დეპ-ი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყონ სააკაშვილის სამართლიანი მოპყრობა

04 ოქტ 202123:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/05/sjz1w5l22emzb2c.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა. 

სახ.დეპ-ის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. 

"ჩვენ ძალიან ახლოს ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოეპყრან სამართლიანად, საქართველოს კანონისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". - განაცხადა ნედ პრაისმა. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნდეს. 

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ამ საკითხში იქნება ჩართული ყველა - როგორც ელჩების, ისე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. 


close დახურვა