logo
ENG



12-15 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში აცრის რეკომენდაციას გავცემთ - გაბუნია

07 ოქტ 202112:32
3 წუთის საკითხავი
clock 1661

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 12-15 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში კორონავირუსზე ვაქცინაციის რეკომენდაციას გასცემენ. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე", - განაცხადა გაბუნიამ.

ამ ეტაპისთვის საქართველოში კორონავირუსზე აცრის ჩატარება 16 წლის ზემოთ პირებს შეუძლიათ. რამდენიმე კვირაა ვაქცინაციის ტემპმა იკლო. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 7 815 აცრა ჩატარდა.  


close დახურვა