logo
ENG



ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს

08 ოქტ 202120:20
3 წუთის საკითხავი
 
კადრი: ფორმულა

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ქალი ცოცხალია. მაშველებმა ის საკაცით გადმოიყვანეს. 

დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ. ის ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. 

ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.


close დახურვა