logo
ENG



შაბათის ფორმულა: ვინ არის ოცნების კანდიდატი ქუთაისში და რით დაამახსოვრა მან თავი ხალხს

09 ოქტ 202121:33
3 წუთის საკითხავი
clock 4045

ქუთაისი - ერთ-ერთი იმ ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს ქალაქის მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილი უპირისპირდება.

იოსებ ხახალეიშვილი უკვე ერთი წელია ქუთაისის მერია, თუმცა შაბათის ფორმულას ინფოორმაციით, მოსახლეობის ნაწილს თავი არა გაკეთებული საქმეებით, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე გადათხრილი გზებითა და დაუსრულებელი პროექტებით დაამახსოვრა.

მერი, რომელსაც ხმა საკუთარმა გუნდის წევრებმაც არ მისცეს - ასე ახასიათებენ ხახალეიშვილს რეგიონში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველ ტურში დამარცხების შემდეგ საკრებულოს დარბაზში თანამშრომლები შეკრიბა და დაემუქრა - არასაკმარისი მხარდაჭერის გამო. უცნობია, საიდან იცის მერობის კანდიდატმა ვინ დაუჭირა მხარი. თავად ხახალეიშვილი არ უარყოფს, რომ გუნდს მერიაში ესტუმრა, თუმცა თანამშრომლებზე მუქარას, მადლობით ანაცვლებს. 

ოპოზიციის ნაწილი ხახალეიშვილს ქუთაისის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალების შემსრულებლად მოიაზრებს, "ბოცა" კი აგენტური სახელია. სუს-ის კრებსების გასაჯაროების შემდეგ საკითხმა მეტი დამაჯერებლობა შეიძინა. 

ხახალეიშვილის სახელს პანდემიის დროს ბიუჯეტის განუსაზღვრელი ხარჯვაც უკავშირდება. მაშინ როცა ქვეყანა პანდემიისგან გამოწვეულ მძიმე სოციალურ ვითარებას ებრძოდა ქუთაისის მერიამ ასიათასობით ლარი მივლინებებში, საჩუქრებსა და წვეულებებში დახარჯა.

სოსო ხახალეიშვილმა მოსახლეობის მხოლოდ 41 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. 43 პროცენტმა მას ხატია დეკანოიძე არჩია. პირველად ხდება, როცა ქუთაისი ქართულ ოცნებას უარს ასე ღიად ეუბნება. 


close დახურვა