logo
ENG



გაბუნიას ინფორმაციით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობს დაამონიტორინგებს

13 ოქტ 202117:07
3 წუთის საკითხავი
clock 692

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაამონიტორინგებს. ჯანდაცვის სამინისტროს ამ თხოვნით იუსტიციის სამინისტრომ მიმართა.

როგორც გაბუნია ამბობს, ეს თხოვნა თავად სააკაშვილსაც ჰქონდა. მისივე თქმით, ჯგუფში იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები.

"იუსტიციის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს გუშინ მომართა თხოვნით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზების თაობაზე. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, ასევე, თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, უზრუნველყოს კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება, ანუ ჯგუფური შესწავლა საკითხის, ბუნებრივია, პაციენტის უფლებებისა და ყველა სხვა საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით. 

ყველა ის ექსპერტი, რომელიც ჯგუფშია ჩართული, არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თავისი მიმართულებით და წამყვანი სპეციალისტები საქართველოში", - განმარტა გაბუნიამ.

სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-13 დღეა, შიმშილობს.


close დახურვა