logo
ENG



სუბარი ამბობს, რომ გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან მოლაპარაკებები აქვთ

15 ოქტ 202114:41
3 წუთის საკითხავი
clock 1369
სუბარი ამბობს, რომ გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან მოლაპარაკებები აქვთ

ქართული ოცნების წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ოცნების მხრიდან ეს გადაბირება არ არის.

"ადამიანს რომ ველაპარაკოთ - "ვისთანაც დადექი, რეალურად ჩაიდინა გუნდის ღალატი, ქვეყნის და სამართლის ღალატი, არ არის სწორი იქ დგომა და გადმოდი სწორ მხარეს, ეს გადაბირება არ არის. ბუნებრივია, ველაპარაკებით", - ამბობს სუბარი. 

წამყვანის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ საკრებულოში შესულ წევრებთან გახარიას პარტიიდან კომუნიკაცია მიმდინარეობს, სუბარმა ასე უპასუხა: "ეგ არის პოლიტიკური პროცესი".

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. 4 ოქტომბერს მან თქვა, რომ , "საკრებულოს კონკრეტულ წევრებთან იმუშავებენ".

რაც შეეხება გახარიას პოზიციას, ის ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე არც ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში შესვლას არ აპირებს და პარტიას საკრებულოს დაკომპლექტებისთვის ღია მოლაპარაკებებს სთავაზობს.


close დახურვა