logo
ENG



პოლონელმა დეპუტატებმა მიმართეს ევროპის საბჭოს სააკაშვილის გასათავისუფლებელი ზომები მიიღონ

15 ოქტ 202115:16
3 წუთის საკითხავი
clock 1302
2021/10/15/t5dmqa3n1pdiksi.jpg
polsat news

პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშიევსკა ამბობს, რომ პოლონეთის პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და ევროკავშირის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მიმართეს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაარწმუნონ მიხეილ სააკაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებაში.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი." - წერს პოლონელი დეპუტატი.

გუშინ, ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ევროპარლამენტარების წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის დღემდე რუსთავის ციხეშია და შიმშილობს.


close დახურვა