logo
ENG



ხმაური ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან - მოძრაობა მიშას თავისუფლებისთვის აქციას მართავს [ვიდეო]

16 ოქტ 202118:05
3 წუთის საკითხავი
clock 1666
2021/10/16/yiq9xg7civ61ez2.jpg
კადრი: ფორმულა

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ახალდაფუძნებული მოძრაობის - მიშას თავისუფლებისთვის წევრები აქციას მართავენ. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, მიზეზი კი ის არის, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეებს ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. 

ასევე, აქტივისტებს გვირაბის კედლებზე სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ არც ამის უფლება მისცა. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციებს ექნება მუდმივი ხასიათი, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

"ხედავთ რამხელა მობილიზება აქვს პოლიციას, კედლებსაც კი იცავენ, რომ რამე არ დავწეროთ, მაგალითად - თავისუფლება მიშას. აქციები იქნება კანონის ფარგლებში - მწვავე ძალიან, ყოველდღე, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ეს არის სირცხვილი, რომ ზოგადად პატიმარია ეს ადამიანი და ბიძინა ივანიშვილი სასახლეში წამოწოლილი მართავს ქვეყანას, რომელიც დაღუპა" , - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.

აქციაზე ისმის შეძახილები "თავისუფლება მიშას". ასევე აქციის ორგანიზატორებს აქვთ მსგავსი შინაარსიც ბანერებიც.

მოძრაობა - მიშას თავისუფლებისთვის დღეს დაფუძნდა. მის გარშემო მოძრაობა საქართველოსთვის, მოძრაობა 20 ივნისი, მოძრაობა თავისუფალი ზონა და სხვა ორგანიზაციები ერთიანდებიან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო და მე-16 დღეა შიმშილობს. 

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა.


close დახურვა