logo
ENG



პირადი ექიმი სააკაშვილზე: უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და უფერულობა

17 ოქტ 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock 1061

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მისი რეკომენდაციაა, მესამე პრეზიდენტთან ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი უფრო ადრე შევიდეს.

როგორც ექიმმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, მას სიარული უჭირს.

"შეიძლება, დასჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა, ვიდრე სამშაბათს. მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ ცოტა უჭირს სიარული. აქვს სისუსტე და უფერულობა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო", - თქვა ექიმმა.

სააკაშვილთან ჯგუფი სამშაბათს უნდა შევიდეს. მესამე პრეზიდენტი მე-17 დღეა, შიმშილობს.


close დახურვა