logo
ENG



ადვოკატის თქმით, გორში სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა ქალი გაიტაცა

18 ოქტ 202113:44
3 წუთის საკითხავი
 

გორში ქალი გაიტაცეს.

ადვოკატის თქმით, მის გატაცებაში სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და გორის სპორტული ააიპ-ის მოქმედი თანამშრომელი მონაწილეობდნენ. 

მისივე განცხადებით, გატაცების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს და ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრნენ. 

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი მათგანი, გორის ააიპ-ის თანამშრომელი სოსო მარანელი, მეორე - სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ბესიკ წკრიალაშვილი კი იძებნება. მან გაქცევა მოახერხა. 

გატაცებული ქალთან "ოჯახის შექმნა" ბესიკ წკრიალაშვილს სურდა, სოსო მარანელი კი მას დაეხმარა. წარსულში წკრიალაშვილი და ქალი შეყვარებულები იყვნენ, შემდეგ კი დაშორდნენ. მას ყოფილი შეყვარებულის გატაცება სცადა. 

ქალის ადვოკატის თქმით, სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა ქალს ნიშნობა ჩაუშალა. 

მარანელის და წკრიალაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ბრალდება უსაფუძვლოა, ბრალდებულებს ქალი არ გაუტაცებიათ და ამას სასამართლოში დაამტკიცებს.

მსხვერპლი ქალი სხვა ადამიანზე იყო დანიშნული.

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


close დახურვა