logo
ENG



კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 ოქტ 202116:07
3 წუთის საკითხავი
clock 1376
CNN

ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კოლინ პაუელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა. პაუელი 84 წლისა კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა.

"ჩვენ დავკარგეთ აღსანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა ბაბუა და დიდი ამერიკელი" - წერს პაუელის ოჯახი ფეისბუქზე.

კოლინ პაუელი აშშ-ის პირველი ფერადკანიანი სახელმწიფო მდივანი იყო. ის სახელმწიფო მდივნის პოსტს 2001-2005 წლებში იკავებდა. ასევე, იყო აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.


close დახურვა