ნებართვის გარეშე, ერთხელ უკვე დაჯარიმებული კომპანია - სატრანსპორტო სამკუთხედზე კაფეს აშენებს. კუნძულზე უნებართვოდ უკვე მოჭრეს ხეები. ეს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აღმაშენებლის ხეივანზე ხდება. ირკვევა, რომ ადგილი, რომელიც რეკრეაციულ ზონაში შედის, ბიზნეს ინტერესისთვის ყოფილმა სამართალდამცველმა გამოიყენა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს.
უკანონო მშენებლობა
19 ოქტ 202120:20
3 წუთის საკითხავი