logo
ENG



მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია, აბესაძე და სხვები - ოპოზიციის კოალიციური კაბინეტი

20 ოქტ 202121:01
3 წუთის საკითხავი
 
მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია, აბესაძე და სხვები - ოპოზიციის კოალიციური კაბინეტი
ფოტო: თამარ კაკაბაძე

ოპოზიციამ თბილისის კოალიციური კაბინეტი დაასახელა. 

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერის არჩევნებში ენმ-ის კანდიდატი, ნიკა მელია გაიმარჯვებს, ქალაქის მთავრობა ასე დაკომპლექტდება:

მერის მოადგილე - მამუკა ხაზარაძე; 

მერის მოადგილე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - გირჩი-მეტი თავისუფლება;

მერის მოადგილე - ელენე ხოშტარია - დროა;

მერის მოადგილე - ირაკლი აბესაძე;

სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი - სოფო ჯაფარიძე - ენმ;

კულტურის, განათლების, სპირტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - დეა მეტრეველი, ლელო;

ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი - გიორგი ნონიაშვილი - ევროპული საქართველო;

შესყიდვების სამსახურის უფროსი - მამუკა აჩბა;

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი - დიმიტრი ბიძინაშვილი, ენმ;

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი - გიგა ლემონჯავა - დროა;

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა - ენმ;

ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი - ვასო ურუშაძე;

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი - ნიკა ვაჩეიშვილი;

არქიტექტურის სამსახურის უფროსი - ანა ბიბილაშვილი, ლელო;

თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი;

გლდანის გამგებელი - თენგო გიორგაძე, ენმ;

ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;

დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე;

ჩუღურეთის გამგებელი - კახა ჟღენტი, ლელო;

ვაკის გამგებელი - საბა ბუაძე, ლელო;

საბურთალოს გამგებელი - ოთარ თავართქილაძე, ერთიანი საქართველო;

ისნის გამგებელი - ლანა გალდავა;

სამგორის გამგებელი - გულიკო ზუმბაძე;

კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა;

მთაწმინდის გამგებელი - თამაზ დათუნაშვილი, ლელო;

"იქ, სადაც მრავალფეროვნებაა, მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილებები იბადება. სწორი გადაწყვეტილება იბადება ურთიერთკონტროლით და ბალანსით. მსგავსი არასდროს ყოფილა დედაქალაქის მერიაში". - თქვა ნიკა მელიამ კაბინეტის წარდგენის დროს. 

თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან. არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა