logo
ENG



ჰარცელი არჩევნებზე: შევნიშნეთ დაშინება, მოსყიდვა, ზეწოლა - იმედია, ეს ხარვეზი გამოსწორდება

21 ოქტ 202111:21
3 წუთის საკითხავი
clock 633
ფორმულა/ვახო ქარელი

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ევროპარლამენტარები და ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდებიან.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჰარცელმა ​არჩევნების პირველ ტურში გამოვლენილ ხარვეზებზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ზეწოლაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

"მოხარული ვარ, რომ ოდირის მისია ისევ გააგრძელებს ფართომასშტაბიან ყოფნას აქ, როგორც პირველი ტურის დროს იყო. მისია დააკვირდება არჩევნების დღეს და პერიოდს მანამდეც. ასევე, ჩამოდის ევროპარლამენტარების მისიაც. პირველი ტურის შემდეგ ბევრი კარგი რამ დავინახეთ საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, რაც 19 აპრილის შეთანხმებას მოჰყვა. იმედი გვაქვს, ამ ცვლილებაზე იქნება დამყარებული მეორე ტურიც.

რა თქმა უნდა, შევნიშნეთ ხარვეზები, როგორიცაა დაშინება, ამომრჩვეელთა მოსყიდვა, ხმების ყიდვა და ზეწოლა და არათანასწორი საარჩევნო პირობები. იმედი მაქვს,ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდება",- ამბობს ევროკავშირის ელჩი. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. II ტური  ჩატარდება 20 ქალაქსა და თემში 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში. 


close დახურვა