logo
ENG



ბერშუეთში მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნებამდე 3 თვე წყალი უწყვეტად ჰქონდათ, ახლა შეუწყდათ

21 ოქტ 202112:43
3 წუთის საკითხავი
clock 1207

გორის სოფელ ბერშუეთში მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაში სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებოდათ, 2 ოქტომბრის შემდეგ კი დაუკეტეს. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად დავალიანება სახელდება. მათი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში წყლის გადასახადს არ სთხოვდნენ, ახლა კი დავალიანება 10 000 ლარია. 

მათ დღეს წყლის გადასახადზე შეღავათების დაწესების მოთხოვნით აქცია გამართეს.

ამასთან, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში ბაღი ამ დრომდე არ გახსნილა, რის მიზეზადაც სასმელი წყლის შეწყვეტა სახელდება. 

"ჩანს თავისთავად, რომ მოსყიდვა იყო. სამი თვე უფასოდ იყო, დამთავრდა არჩევნები და მესამე დღეს ალბათ დაგვსაჯეს, წყალი აღარ არის. ბავშვს ხელს ვერ ვბანთ ნორმალურად. დაიჯერებთ, რომ მეზობელ სოფელში შხაპის მისაღებად დადის ხალხი?! ბაღი საერთოდ არ გახსნილა", - ამბობს ადგილობრივი. 


close დახურვა