logo
ENG



ალეკ ბოლდუინმა გადაღებებზე სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლით 1 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა

22 ოქტ 202109:31
3 წუთის საკითხავი
clock 12134

ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა. შემთხვევა ნიუ-მექსიკოში, ქალაქ სანტა-ფეში მოხდა, სადაც ფილმ Rust-ს იღებდნენ.

გარდაცვლილი არის ოპერატორი გალინა ხატჩინში, დაჭრილი კი ფილმის რეჟისორი, ჯოელ სოუსაა. 42 წლის ხატჩისი კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს, თუმცა ის კლინიკაში გარდაცვლილად გამოაცხადეს. 48 წლის სოუზა საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო მანქანით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კომპანიის წარმომადგენელმა The Hollywood Reporter-ს განუცხადა, რომ შემთხვევა ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მოხდა, სადაც ბოლდუინი სარეკვიზიტო იარაღიდან ისროდა.

პოლიცია ბონანზა კრიკის რანჩოზე, რომელიც ფილმების გადაღებებისთვის პოპულარული ლოკაციაა, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

სანტა-ფეს შერიფმა AFP-ს განუცხადა, რომ ჰოლივუდელი მსახიობი გამომძიებლებს უკვე ესაუბრა.

"ის საკუთარი ნებით მოვიდა და შენობას ინტერვიუს დასრულების შემდეგ დატოვა", - განაცხადა მსახიობის წარმომადგენელმა.


close დახურვა