კახა კალაძემ 13 ადამიანს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
- რისმაგ გორდეზიანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
- აკაკი ნადარეიშვილი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- ირაკლი ფავლენისვილი, ექიმი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა; დოქტორი;
- რამაზ ყურაშვილი, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- დავით კვაჭაძე, ფოტოგრაფი და მოკრივე;
- ლილი კინწურაშვილი, დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
- ელგუჯა ბურდული, მსახიობი;
- პაატა კერვალიშვილი, ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი;
- ინგა ჯიბუტი, ენათმეცნიერი, ტერმინოლოგი;
- ბადრი ქუთათელაძე, მწერალი, პოეტი, მკვლევარი;
- გრიშა ჩიგოგიძე, პიონერფილმის ხელძღვანელი;
- დავით მუსხელიშვილი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
- გივი ღამბაშიძე, ზეინკალი, მუშაობდა მეტროპოლიტენში;
"ვუერთდები ამ მილოცვებს. ვილოცავ ჩვენს საამაყო ადამიანებს. საკუთარი ქალაქის და ქვეყნის სიყვარული არის ის, რაც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ამ გრძნობის მატარებელ ადამიანებს. საქართველო და თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ჩვენი ქვეყანა და ქალაქი ასეთი ღირსეული ადამიანების მხრებზე დგას". - თქვა კახა კალაძემ.