ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი და წევრი, გრიგოლ ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა.
ციხეში შესვლის წინ ჟურნალისტებთან მან კომენტარი არ გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის 23-ე დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის პირადმა ექიმმა 22 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ციხეში გადასხმა ჩაუტარდა, რადგან მისი სისხლის ანალიზის ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო დამაკმაყოფილებელი.