თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ითხოვს 10 დასავლეთის ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს, რაც ნიშნავს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე დიპლომატების ყოფნა არასასურველია. ინფორმაციას გამოცემა reuters ავრცელებს.
ელჩებმა, ერთი კვირის წინ, ცნობილი თურქი ბიზნესმენის და ოპოზიციონერის, ოსმალ კავალას გათავისუფლება ითხოვეს.
ერდოღანმა, დიპლომატებისგან ოსმალ კავალას შესახებ გათავისუფლების წინადადებას თავხედობა უწოდა.
"ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე მივეცი მითითება და ვუთხარი, რომ დაუყონებლივ გამოცხადდეს ეს 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად. თუ ისინი ვერ გაიგებენ რა არის თურქეთი, ისინი დატოვებენ აქაურობას" , - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის სამიზნე დიპლომატებს შორის არიან, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, წარმომადგენლები.
ოსმან კავალა 2013 წელს თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მოწყობისთვის დააკავეს. ის ერთი წლის წინ გაათავისუფლეს, თუმცა მალევე დააკავეს და 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დასდეს ბრალი.
კავალა გეზის პარკში მშენებლობების დაწყების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზების გამო იყო დაკავებული. საერთაშორისო საზოგადოებამ მისი გათავისუფლება არაერთხელ ითხოვა. თურქეთი ევროსასამართლომ დაავალდებულა, დაკავებული ბიზნესმენი რაც შეიძლება სწრაფად გაეთავისუფლებინათ, თუმცა საპასუხოდ მოსამართლემ მას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.