საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.
პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში 692 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 9 742 ადამიანი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 4 209 აცრა.
ბოლო 24 საათში კი 32 031 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მონაცემებით დღიური მაჩვენებელია 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.