logo
ENG



მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

25 ოქტ 202109:43
3 წუთის საკითხავი
clock 625
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვისმსახურებაზე წასვლამდე, უწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის მიზეზად დასახელებულია ხანგრძლივი ფრენა და გადატვირთული გრაფიკი.

81 წლის მსოფლიო პატრიარქს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები რელიგიურ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. დღის წესრიგი, ასევე მოიცავს 25 ოქტომბერს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას. 

 

 


close დახურვა