მმართველი პარტია, ქართული ოცნება თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.
როგორც ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, აქცია 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
"ზეგ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის", - თქვა კობახიძემ.
ფორმულა ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს ამბობდა, რომ ქართული ოცნება კონტრაქციას აორგანიზებდა, რასაც მმართველი გუნდის წევრები თავდაპირველად უარყოფდნენ.
ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.