logo
ENG



პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს

26 ოქტ 202113:59
3 წუთის საკითხავი
clock 1972

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.

ბურჭულაძის ინფორმაციით, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ თეატრში ხატია დეკანოიძესთან ერთად გეგმავდა მისვლას, მოულოდნელად კარანტინი გამოაცხადეს და თეატრი დაკეტეს.

"ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადრთან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ  როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა  დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება, გვერდით დაგიდგებით", - დაწერა ბურჭულაძემ.

მანამდე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა შუშანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბურჭულაძე ოპერაში ქუთაისის მერიის დავალებით არ შეეუშვეს.

"დღეს ქუთაისის მერის დავალებით, ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული). ეს იგივეა მესი რომ ჩამოსულიყო ტორპედოს სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ", - წერს შუშანია.

კულუტრის სამინისტროს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. 


close დახურვა