logo
ENG



მედიაკოალიცია: მთავრობამ უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვების მიზეზი უნდა განმარტოს

27 ოქტ 202116:20
3 წუთის საკითხავი
 
მედიაკოალიცია: მთავრობამ უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვების მიზეზი უნდა განმარტოს

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებაზე განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში წერია, რომ დღეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი ქვეყანაში არ შემოუშვეს. თავად გორდონი ამ ქმედებას მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრას უკავშირებს.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს, შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა”, - წერია კოალიციის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საზღვარზე საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. როგორც გორდონმა ტელეკომპანია უკრაინა 24- განუცხადა, თბილისში ორი მიზნით ჩამოდიოდა, სააკაშვილს შეხვედროდა და მისი აკადემიის გასვლითი შეხვედრა გაემართა. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს, მარია ბარაბაშსაც.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 26 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენ გრუშოვეცმა თქვა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ


close დახურვა