logo
ENG



სააკაშვილი: უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებებზე

27 ოქტ 202118:20
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებებზე

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე. მისი განცხადება ჟურნალისტებთან ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა. 

"ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა, რეანიმობილის ბრიგადების მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრების ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

დილით სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ. აქამდე ისინი ახერხებდნენ ბარიერში ერთმანეთისთვის წერილების გადაცემას და ასე კომუნიკაციას, რითაც კონფიდენციალურობას ინარჩუნებდნენ. 

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს წაერთვა დაცვის უფლება, რადგან ახლა მასსა და იურისტებს შორის ნებისმიერ კომუნიკაციას ხელისუფლება გააკონტროლებს. 


close დახურვა