logo
ENG



მელია: ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმი ანზორ მელიასი, სულ ჩართულია, ასე იქნება მერის ტელეფონიც

27 ოქტ 202121:32
3 წუთის საკითხავი
clock 524
2021/10/27/ddx62cw8tw2lr7d.png

ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის საჯარო სკოლებში კვება უფასო იქნება. 

ზუგდიდში აქციაზე შეკრებილებისთვის მიმართვისას მან თქვა: 

"სკოლებში კვება უფასო უნდა იყოს. 14 ათასამდე ბავშვს უფასო საკვები უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს უნდა გავუზარდოთ პენსია და რაც მთავარია, ჩავუსხოთ ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედი. ხმა მომეცით, 30-ში მოდით. ნუ შეგეშინდებათ ამათი. უარი ზეწოლას. ყველა ერთად დავდგეთ. ჩემი გუნდი თქვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დაიცავს. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმი ანზორ მელიასი, სულ ჩართული იყო, ასევე იქნება მერი ანზორ მელიას ტელეფონიც". - თქვა ანზორ მელიამ.

ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობა ზუგდიდში ბოლო საარჩევნო შეხვედრა ზუგდიდში დღეს, 27 ოქტომბერს მართავს. 

ზუგდიდში ანზორ მელიას კონკურენტი მერობისთვის ბრძოლაში ქართული ოცნების კანდიდატი, მამუკა წოწერიაა

პირველ ტურში მელიამ ხმების 46.883% მიიღო, წოწერიამ - 41.15%. 


close დახურვა