ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა კვირის ფორმულაში განმარტა, რომ პარლამენტს ის ტოვებს, თუმცა ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას გააგრძელებს.
"ეს გადაწყვეტილება ეხება მარტო მამუკა ხაზარაძეს. ფრაქცია გააგრძელეს მუშაობას პარლამენტში, რომ ყველა ტრიბუნა, რომელიც ლელოს გააჩნია, იქნას გამოყენებული", - თქვა მან.
დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.